TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სერვისის ტექნიკოსი/სტაჟირება

სერვისის ტექნიკოსი/სტაჟირება

ტრანსპორტერი თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 29, 2026

Job description

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვისის ტექნიკოსის სტაჟირება, გაინტერესებს ორბორბლიანი და ექსტრემალური ტექნიკა? გსურს დაეუფლო პროფესიას, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია? ტრანსპორტერი გაძლევთ შანსს, მინიმალური გამოცდილებით შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ისწავლოთ საუკეთესოებისგან და გახდეთ ტექნიკოსი! ვინ ვართ ჩვენ? მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა. რას გთავაზობთ? სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება – 500 ლარი (ხელზე ასაღები) გრაფიკი - მოქნილი საუკეთესო ბრენდების ბაზა – იმუშავებ მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან. პირადი მენტორი – გამოცდილი სპეციალისტი მუდმივად შენს გვერდით იქნება და დაგეხმარება განვითარებაში. დასაქმების რეალური პერსპექტივა – სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, გექნება შანსი გახდე ჩვენი სერვის ცენტრის სრულუფლებიანი წევრი. რას ისწავლი და გააკეთებ სტაჟირებისას? ჩვენს სერვისში შენ რეალურად დაეუფლები ხელობას და ეტაპობრივად ისწავლი: ტექნიკის აწყობას გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას სავალი ნაწილის შეკეთებას თანამედროვე კომპიუტერულ დიაგნოსტიკას რას ველით შენგან? შეგიძლია იმუშავო ხელსაწყოებით სასურველია გქონდეს ავტო/მოტო სერვისის მიმართულებით გარკვეული გამოცდილება ხარ ენერგიული, მოტივირებული და გაქვს ინტერესი ტექნიკის მიმართ გამოაგზავნე რეზიუმე 31 აგვისტოს ჩათვლით! გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Z9uzovwc