TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SME ბანკირი

SME ბანკირი

თიბისი ბათუმი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : SME ბანკირი - ბათუმის ფილიალი ადგილმდებარეობა: ბათუმი მოქმედების ვადა: 20/07/2026 დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვ სამუშაოს აღწერა შენ როგორც SME ბანკირი შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ მედიუმ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და მათზე მორგებულ, დივერსიფიცირებულ საბანკო/ფინანსურ პროდუქტებს შესთავაზებ; აქტიურად იზრუნებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და შენს მართვაში არსებული პორტფელის მომგებიანობაზე; მუდმივად შეინარჩუნებ მედიუმ კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, იქნები მათი ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი; მუდმივად მონიტორინგს გაუწევ მართვაში არსებული პორტფელის ხარისხს და უზრუნველყოფ რისკების დროულ იდენტიფიცირებას; ჩაატარებ ვიზიტებს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, მოიძიებ საჭირო ინფორმაციას და ფინანსურ ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფ სესხის გაცემის პროცესის ოპერატიულად და ეფექტურად წარმართვას. ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს: გაყიდვების ძლიერი უნარები და შედეგებზე ორიენტირებულობა; დამარწმუნებელი, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის ნიჭი; სხარტი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება; ინიციატივა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გამოწვევების ძიების სურვილი; საქმიანობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვისა და დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი. კვალიფიკაცია კვალიფიკაცია და გამოცდილება: ბიზნეს (საშუალო/მსხვილ) კლიენტებთან ურთიერთობისა და აქტიური გაყიდვების გამოცდილება; ბიზნეს პორტფელის მართვის (Portfolio Management) წარმატებული გამოცდილება; ფინანსური მაჩვენებლებისა და მონაცემების ბაზისური გაგება (კლიენტის საჭიროებების სწორად შესაფასებლად და ანალიტიკოსებთან კომუნიკაციისთვის) AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zGkbq დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.