სპეციალური მასწავლებელი
Job description
ათასწლეულის სკოლა აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org ათასწლეულის სკოლის სპეციალური მასწავლებელი: აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ფსიქოლოგთან, საგნის მასწავლებლებთან, კლასის დამრიგებლებთან და მშობლებთან, რათა უზრუნველყოს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა. მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავებაში, განხორციელებასა და პერიოდულ შეფასებაში, საჭიროების შემთხვევაში გეგმავს შესაბამის ინტერვენციებს; ადაპტირებს სასწავლო რესურსებსა და აქტივობებს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად; უწევს კონსულტაციას საგნის მასწავლებლებს ინკლუზიური სწავლების სტრატეგიებისა და ეფექტური სასწავლო მიდგომების დანერგვის პროცესში; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სრულფასოვან ჩართულობას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სკოლის სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში; აკვირდება მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ქცევით განვითარებას, აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და სისტემატურად აფასებს პროგრესს; ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობის, თვითრეგულაციის, სოციალური უნარებისა და თვითრწმენის განვითარებას; აქტიურად მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გამოცდილების გაზიარებაში; ზრუნავს სკოლაში ინკლუზიური კულტურის განვითარებაზე, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად, მიღებულად და დაფასებულად გრძნობს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, განათლების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით; სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება; ინკლუზიური განათლების თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკის ცოდნა; გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ემპათია და პროფესიული განვითარების სურვილი. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 2 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში. სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org