ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
Job description
„ორკინი საქართველო“ გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით. პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი) "ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება). ძირითადი მოვალეობები: ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება; სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად; დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება; ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე; ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა; დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე; სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა; მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან; დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება; თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან. სამუშაო გრაფიკი - სრული, სტანდარტული განაკვეთი ადგილმდებარეობა - თბილისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები); სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ: გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2 წლიანი გამოცდილება; ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლიანი; არ გაშინებს ტექნიკური, პრაქტიკული სამუშაო; გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში; შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან; ხარ ფიზიკურად აქტიური; გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. რას გთავაზობთ ჩვენ? კომპანიის ავტომობილი საწვავით, სამუშაო მიზნებისთვის; კორპორატიული ნომერი; ჯანმრთელობის დაზღვევა; Fitpass; სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად; დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები; მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან; კარიერული განვითარება. ჩვენი დამკვეთები არიან: კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები; სასტუმროები, რესტორნები და კაფეები; საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები; კლინიკები; საცხოვრებელი კომპლექსები; საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ. რატომ ორკინი? მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება; კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს; მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში; ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად. განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია! უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებული — გქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო; საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა — გქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე; იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული; უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად; გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ; უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვის — სამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება; გქონდეს დროის შეგრძნება — მოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება; მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა; იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება; გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელ-ფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე: [email protected] ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 18 41 42.