ტექნოპარკის მიმღები
Job description
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ტექნოპარკის მიმღების პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: ტექნოპარკის მიმღები ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი) ტექნოპარკის მიმღები სააგენტოს მეილზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან; ტექნოპარკში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან; დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოს პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ტექნოპარკში საინფორმაციო ტურების ორგანიზება/ჩატარება; სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად. მოთხოვნები: განათლება: ბაკალავრი. სამუშაო გამოცდილება: 1 წელი. ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.