ტენდერი - გოდერძის განამარხებული ტყის გეობილიკის მარშრუტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის
Job description
CENN , პროექტის „მწვანე კავკასია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ტენდერს გოდერძის განამარხებული ტყის გეობილიკის მარშრუტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის. დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში: ტექნიკური დავალება დანართ #1 წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას: შევსებული ბიუჯეტის (ხარჯთაღრიცხვის) ფორმა - წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, ფასები ლარში (დღგ-ს გარეშე), უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/ბეჭდით დადასტურებული. რეკვიზიტები და განახლებული, 2026 წლის, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 1.7-ის შესაბამისად) - მინიმუმ ორი ანალოგიური პროექტის ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა დოკუმენტები; აქედან მინიმუმ ერთი უნდა უკავშირდებოდეს ბუნების საგანმანათლებლო-შემეცნებითი მარშრუტის მოწყობას. სამუშაოს შესრულების მოკლე გეგმა/მეთოდოლოგია - ძირითადი ეტაპები, გამოსაყენებელი მასალები და სავარაუდო ვადები. პროექტის განმახორციელებელი ძირითადი ჯგუფის რეზიუმეები (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) წინადადების/შემოთავაზების მოქმედების ვადა (სასურველია არანაკლებ 14 კალენდარული დღე წარდგენიდან). უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა). განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მომსახურების ღირებულება - 30% აპლიკანტის გამოცდილება - 40% შემოთავაზებული მეთოდოლოგია - 20% შემოთავაზების მოთხოვნასთან შესაბამისობა - 10% დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა გთხოვთ, წინადადება გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა (00:00 საათამდე), შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: ტენდერი გოდერძის გეობილიკის მოწყობის სამუშაოებზე). აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წამოდგენილი წინადადებები არ განიხილება.