TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების ჯგუფის უფროსი

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების ჯგუფის უფროსი

კრედო ბანკი თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 19, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია პოზიციის მიზანი: ტესტირების ავტომატიზაციის ჯგუფის უფროსი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური ტესტირების პროცესის მართვაზე - ახდენს ავტომატური ტესტირების გეგმის და სტრატეგიის შედგენას. ჯგუფის უფროსი პასუხისმგებელია ავტომატური ტესტ სკრიპტების გამართულად მუშაობაზე. პასუხისმგებლობები: ფუნქციონალური სპეციფიკაციების განხილვა და უკუკავშირი; ავტომატური ტესტირების გეგმის და სტრატეგიის შედგენა; პრიორიტეტების, რისკების და გეგმების ცვლილების შემთხვევაში, ტესტირების სტრატეგიის გადახედვა; სხვადასხვა მოდულების ფუნქციონალის ხარისხის კონტროლი; რესურსების მართვა და ალოკაცია; ავტომატური ტესტირების პროცესის მართვა და კონტროლი; სატესტო მონაცემების და ავტომატური ტესტირების დოკუმენტაციის კონტროლი; ტესტერების ჯგუფის მენტორობა, ცოდნის გაზიარება და განვითარებაზე ზრუნვა ; გუნდის წევრებისთვის მიზნების დასახვა და დასახული მიზნების მიღწევაში ხარდაჭერა; გუნდის წევრების დახმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, პრობლემების გადაჭრაში და სხვა ყოველდღიურ საქმიანობაში; ავტომატური ტესტ ირების სტანდარტების, პროცედურების და პოლიტიკისშემუშავება/გაუმჯობესება; პოტენციური კადრების შეფასება, ინტერვიუების ჩატარება და ახალი კადრების შერჩევა; ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები: უმაღლესი განათლება, სასურველია, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში; საბანკო სექტორში, ტესტირების მიმართულებით, 2+ წლიანი გამოცდილება; 1 წლიანი მენეჯერული გამოცდილება; კოდის ორგანიზება დიზაინ პატერნები API სერვისების ცოდნა SQL-ს ცოდნა Postman-ის ცოდნა Selenium an Cypress ცოდნა Java ან JS საპროგრამო ენებიდან ერთ ერთის ცოდნა Zephyr Scale RestAssured with Java რეპოზიტორთან მუშაობის გამოცდილება( Azure, GIT, GitLab) CI/CD პროცესების აწყობა და გამართვა სატესტო გარემოზე ბაგ რეპორტი და ხარვეზების იდენტიფიკაცია Allure-ს გამოყენებით ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა; ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების და განვითარების უნარები; ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიმდინარე ტენდენციებისა და ინოვაციების ცოდნა; ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები; ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაბალანსების უნარი; კონფლიქტების მართვის უნარი, პოზიტიური და მიუკერძოებელი გზებით; მოლაპარაკების წარმოების უნარი; გუნდის მართვის და განვითარების ძლიერი უნარები განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 აგვისტო, 2026 წელი შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. #გახდიკრედოელი