TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტრენინგების ადმინისტრირების სპეციალისტი

ტრენინგების ადმინისტრირების სპეციალისტი

ევექსი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

" ევექსი " საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. "ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. "ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ცინცაძის N24ა ძირითადი მოვალეობები: ** ტრენინგ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა: ლოკაციების განსაზღვრა, ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, ტრენინგების მონაწილეთა ინფორმირება, ტრენინგებში მონაწილე თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა; ** ტრენინგ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ბაზებში ასახვა, სატრენინგო ხარჯების აღრიცხვა; ** სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება. მათ შორის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/კონტროლი; ** თანამშრომელთა ატესტაციის პროცესში მონაწილეობა, შედგენილი ტესტების ტექნიკური და ვიზუალური ფორმატირება, ტესტირების პროცესის სრული ორგანიზება და მართვა, ტესტების შედეგების ასახვა შესაბამის ბაზაში; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან; ვაკანსიის მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების ადმინისტრირების ან რელევანტური მიმართულებით; ** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; ჩვენთან შენ მიიღებ: ** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: ** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე ** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში" ** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/786e55cb-1fba-405f-8894-7bafbcbc92f9 "ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!