წარმოების ინჟინერი
Job description
შპს ,,გოუ-ფლეიგრაუნდს’’-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. ,,გოუ-ფლეიგრაუნდს’’-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ინჟინერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ძირითადი პასუხისმგებლობები: პოდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის(საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა. პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება. ფუნქცია-მოვალეობები: საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის; სამუშაო ნახაზების დაგეგმვა; მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება საინჟინრო დეპარტამენტთან კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა პასუხისმგებლობის აღება, კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრასა და შენარჩუნებაზე. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების განყოფილებისთვის; ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სწორად შენახვა. გაკონტროლება შესაბამისი შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის. წარმოების ეფექტური დაგეგმვა; სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირსთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლოს მიმართულებით; AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ცოდნა; სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე პიროვნული უნარები: ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი გამართული კომუნიკაციის უნარი დეტალებზე ორიენტაციის უნარი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ლიდერობის უნარი თავდაჯერებულობა ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ინჟინერი რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს