TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწე

თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწე

Posted Jul 10, 2026 11h ago apply by Aug 10, 2026

Job description

"KTW ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თელავში თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საპატიო კონსულის ოფისის ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო და წარმომადგენლობით საქმიანობას, კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს თურქეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ეფექტიან ფუნქციონირებას კახეთის რეგიონში. პირობები: ** სამუშაო ადგილი - თბილისი , საბურთალო, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, კვირაში ორი სამუშაო დღე: თურქეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისში, ქ. თელავი . ** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ** სამუშაო საათები მოქნილია და განისაზღვრება პოზიციის ფუნქციური საჭიროებებიდან გამომდინარე. ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ** საპატიო კონსულის საქმიანობის ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი მხარდაჭერა; ** ოფიციალური შეხვედრების, ვიზიტებისა და დელეგაციების ორგანიზება და კოორდინაცია; ** ოფიციალური კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მართვა; ** თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ** ქვეყნებს შორის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ტურისტული კომპანიებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება, თანამშრომლობის დამყარება და გაღრმავება; ** KTW Group-ის ღვინის ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაცია, თურქეთიდან ჩამოსული სტუმრებისა და დელეგაციებისთვის ღვინის საწარმოებსა და ტურისტულ ობიექტებში ვიზიტების ორგანიზება; ** KTW Group-ის, ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის ტრადიციების წარდგენა უცხოელი სტუმრებისა და პარტნიორებისთვის; ** თურქეთში საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება და, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა; ** საპატიო კონსულის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება; ** თურქული ენის ცოდნა (სავალდებულოა); ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; ** ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, საერთაშორისო ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** დიპლომატიური ეტიკეტის, ოფიციალური კომუნიკაციისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; ** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მზადყოფნა. ჩვენ გთავაზობთ ** საერთაშორისო და დიპლომატიურ გარემოში მუშაობის უნიკალურ შესაძლებლობას; ** მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაო პროცესს; ** სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამოცდილებას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საპატიო კონსულის თანაშემწე". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. "KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."