უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
Job description
უძრავი ქონების სააგენტო "Geniehome" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების აგენტი (ბროკერი) . ანაზღაურება: 1, 000 - 10, 000 ₾ მისამართი: სტანისლავსკის ქუჩა (წერეთლის გამზირი). კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების სააგენტო "Geniehome" მუდმივად ვითარდება და აერთიანებს პროფესიონალ გუნდს, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, კომფორტული სამუშაო პირობები და პოზიტიური სამუშაო გარემო. თუ ხარ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი, გიწვევთ შემოუერთდე ჩვენს გუნდს უძრავი ქონების აგენტის (ბროკერის) პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა; ** გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება ან მზაობა; ** სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა (კანდიდატი არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა კომპანიაში ან სწავლობდეს სრულ განაკვეთზე). რას გთავაზობთ: ** თავდაპირველად 50% მიღებული სარგებლიდან, შესრულებული შედეგების მიხედვით; შემდგომ ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი; ** მზარდ საპროცენტო სისტემას თითოეული წარმატებული გარიგებისთვის; ** ბონუსებსა და სხვადასხვა წამახალისებელ პრემიებს; ** პროფესიულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ სწავლებას სამუშაო პროცესში; ** წამახალისებელ გათამაშებებს, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ საგზური ევროპის მიმართულებით და სხვადასხვა პრიზები. ** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით; ** სამუშაო პლატფორმებზე გამოსაყენებელ ბალანსს; ** შიდა კონკურსებს, მოტივაციის პროგრამებსა და გუნდურ აქტივობებს; ** მეგობრულ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და ბაზაში დამატება; ** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; ** ბინების, სახლებისა და კომერციული ფართების ჩვენებების ორგანიზება; ** მოლაპარაკებების წარმართვა მყიდველებთან, გამყიდველებთან, გამქირავებლებთან და დამქირავებლებთან; ** გარიგების პროცესის კოორდინაცია დასრულებამდე; ** გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება კლიენტებთან. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] .