უმცროსი ბრენდ მენეჯერი (SOLO & WM)
Job description
საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, ვეძებთ უმცროს ბრენდ მენეჯერს SOLO და Wealth Management -ის მიმართულებით. SOLO-ს და WM-ის ბრენდ მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის ინტერესებზე და მათი საჭიროების შესაბამისად ავითარებს პროდუქტს. SOLO-ს დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს. SOLO შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ პრემიალური საბანკო მომსახურება და ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიებით, როგორც საბანკო ისე Lifestyle-ის მიმართულებით. ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს: მომხმარებლის სურვილების/საჭიროებების გააზრება და არსებულ პროდუქტებში გათვალისწინება ან, ახლის შექმნა გუნდთან ერთად; მომხმარებლისთვის რელევანტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა და კამპანიის დაგეგმვა; შედეგების აქტიური მონიტორინგი და ზრდის ტაქტიკური თუ სტრატეგიული პროექტების შესრულება; აქტიური მუშაობა მარკეტინგის ყველა თანამშრომელთან, ისევე როგორც გუნდის უდიდეს ნაწილთან მთელი ბანკის მასშტაბით; მომხმარებლების სეგმენტისთვის რელევანტური შეხების წერტილების მუდმივი განვითარება და ახლის შექმნა; კონტენტზე ხშირი მუშაობა გუნდთან ერთად; ყოველთვიური შედეგების და განვითარების გეგმების რეპორტინგი; სააგენტოებთან თანამშრომლობა. ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმარტულებით - კონცენტრაცია მარკეტინგი; მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, პროდუქტების, კომუნიკაციების ან ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით; სარეკლამო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია: კარგი ანალიტიკური უნარები; ონლაინ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლისთვის რელევანტური არხების განვითარების და შექმნის გამოცდილება; ზრდაზე ორიენტირებული, კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება; შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედო ყველაფერს,რასაც ერთად ვაკეთებთ; მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით; შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი; მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი; ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება; ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა. გამოხმაურებას ველით 2026 წლის 13 აგვისტომდე! წარმატებები!