TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი ბუღალტერი

უმცროსი ბუღალტერი

გრადუს გრუპ მაუდი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Jul 17, 2026

Job description

შპს " გრადუს გრუპ მაუდი " დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. კომპანიის მიმდინარე პროექტია Maudi Residence — ქუთაისის პირველი პრემიუმ დახურული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით, უსაფრთხო გარემოთი და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. აბულაძის 1-ლი ჩიხი, N 15. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი; 10:00-19:00; (შესვენება - 1 სთ) ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად). მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, დამუშავება და აღრიცხვა; ** შემოსავლების, ხარჯების, შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების ასახვა; ** მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ანგარიშსწორების წარმოება; ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი; ** ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება; ** ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვა; ** ბუღალტრული რეესტრების წარმოება და მონაცემების კონტროლი; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა; ** ფინანსური მონაცემების შეჯერება და შეცდომების გამოვლენა/აღმოფხვრა; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; ** აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაო მოთხოვნები: განათლება: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული კურსების გავლა ჩაითვლება უპირატესობად; სამუშაო გამოცდილება: ** პირველადი დოკუმენტების, ანგარიშ-ფაქტურებისა და ფინანსური ოპერაციების დამუშავების გამოცდილება; ** სრული ბუღალტრული ციკლის წარმოების გამოცდილება ** ელექტრონულ საგადასახადო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** უძრავი ქონების, სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია. უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დოკუმენტებთან მუშაობის მოწესრიგებული მიდგომა; ** ვადების დაცვა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მ.წ-ს 17 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უმცროსი ბუღალტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს "გრადუს გრუპ მაუდი") შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გისურვებთ წარმატებებს!