უმცროსი იურისტი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: კომპანიაში არსებული სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან; ხელშეკრულებების, მინდობილობების, წერილების და სხვა იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადება ხელმძღვანელის დავალებით; კომპანიის იურიდიული დოკუმენტების ელექტრონული და ფიზიკური არქივის მოწესრიგება და მართვაში მხარდაჭერა; სასამართლო დოკუმენტაციის მომზადებასა და სასამართლო პროცესებისთვის ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობა; უძრავი/მოძრავი ქონების ხელშეკრულებების მოწესრიგებაში ხელშეწყობა და შესაბამისი ინფორმაციის მოწესრიგება; დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი იურდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2 დონეზე ან მეტი); სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპების ცოდნა; სასურველია სასამართლო პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office). აუცილებელი უნარები: გუნდური მუშაობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულობა; ლოგიკურად აზროვნების უნარი; კომუნიკაბელურობა; გაწონასწორებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.