უმცროსი იურისტი
Job description
შპს " M.a.M " წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის ადა კახეთის რეგიონში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე. მოვალეობები: ** დოკუმენტბრუნვის ნაწილში კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა - ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა ** კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში ** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში ** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა ** კომპანიის სახელით შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა ** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ** HR პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა სამუშაო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.