უმცროსი შემფასებელი
Job description
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სს „ საქართველოს ბანკის “ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. ძირითადი ფუნქციები: მომხმარებელთან ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა; შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით; ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება, დასურათება; ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვა; ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა; ქონების წინასწარი ანალიზი, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება; უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება:უმაღლესი; სამუშაო გამოცდილება:სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის,საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა). ცოდნა და უნარები: კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა(პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოაპარატი); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება; გამართული კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური); ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/umcrosi-shempasebeli-tbilisi-tbilisi-c1NdJo?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 ივლისი , 2026 წელი.