TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უსაფრთხოების სპეციალისტი

უსაფრთხოების სპეციალისტი

ლიდერმედი თბილისი ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 11, 2026

Job description

კლინიკა ,, ლიდერმედი “ აცხადებს უსაფრთხოების თანამშრომელის ვაკანსიას სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21 (დიღმის საავადმყოფოების ტერიტორია) სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ანაზღაურება - თითო მორიგეობაში 125 ლარი ხელზე ასაღები ძირითადი მოვალეობები: ყოველდღიურად ჩაატაროს ტერიტორიის შემოვლა და შემოწმების პროცესი კლინიკაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად; გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; იხელმძღვანელოს დანერგილი უსაფრთხოების პროტოკოლების და საგანგებო პროცედურების მიხედვით; უზრუნველყოს თანამშრომლების/ვიზიტორების მიერ შიდა წესების დაცვა და იზრუნოს მომხმარებლებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე; მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით; მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით; დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს ინცინდენტის შესახებ (კონფლიქტი, ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.) იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. აუცილებელი პიროვნული თვისებები: ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09 აგვისტო 2026 წ. დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -,,უსაფრთხოების თანამშრომელი ". კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა