TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების სპეციალისტი

ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების სპეციალისტი

ავერსის კლინიკა Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Jul 15, 2026

Job description

შპს " ავერსის კლინიკა " აცხადებს ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების სპეციალისტის ვაკანსიას. სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ ძირითადი მოვალეობები: ** ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების გამართული მუშაობისთვის საჭირო ყველა პროცესის განხორციელების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა; ** ორგანიზაციაში არსებული ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების: ** აღწერა და პასპორტიზაცია; ** ზოგადი მიწერილობის გაკეთება: აგრეგატების ტიპის განსაზღვრა. მათი მოვლის და შემოწმების პერიოდულობის დადგენა; ** კონკრეტული მიწერილობის გაკეთება: პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა. მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გამოკვლევა, ანალიზი. შემდგომი რეაგირებისთვის ინფორმაციის შესაბამის განყოფილებაზე გადაცემა; ** ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების კუთხით შესასრულებელი პროექტის ინიცირება, სამუშაოების კონტროლი, შესრულებული პროექტის შეფასება; ** ვენტილაცია/გათბობა/გაგრილების სისტემების მუდმივი მეთვალყურეობა და სერვისის გონივრულ ვადაში ჩატარება; ** საჭიროების შემთხვევაში ვენტილაცია-გაგრილება-გათბობის დანადგარების დემონტაჟი-მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** განათლება შესაბამისი მიმართულებით და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა. რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/qSA7l კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება. წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" [email protected] ; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას! https://www.aversiclinic.ge/