TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი

ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი

მოდუსი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან. შპს ,, მოდუსი '' აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში რ. აგლაძის N51-ში სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 14:30 საათამდე და 14:30-დან 20:00 საათამდე, 1 საათი შესვენება. ანაზღაურება: 1100 ლარი (მზარდი) სამუშაო აღწერილობა: ფილიალის და საწყობის ვიდეო მონიტორინგი; ქურდობის/ძარცვის/განადგურების/დაზიანების და სხვა დარღვევების დროულად გამოვლენა შესაბამისი რეაგირება; გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვის ჟურნალში ასახვა. მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; დეტალებზე დაკვირვების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: მზარდ სახელფასო სისტემას; ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; უფასო კვებას; Fit-pass-ს; ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე. გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.