ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული, სასტუმროს დიასახლისი
Job description
სასტუმრო " გლადიუს ინნ " აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1. ადმინისტრატორი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია სტუმრებთან კომუნიკაციისთვის); ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება-განთავსება (Check-in) და გასვლისას (Check-out) ნომრის მდგომარეობის შემოწმება/კონტროლი; ** ჯავშნების მიღება და კონტროლი (მათ შორის Booking.com-ის პლატფორმაზე); ** შემოსულ ზარებზე, წერილებსა და Mail-ებზე დროული პასუხის გაცემა; ** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება; ** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: 18:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე ან 09:00 დან 18:00 მდე ** ანაზღაურება: 60 ლარი ღამის ცვლაზე; 50 ლარი დღის ცვლაზე (ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს) 2. საუზმის მზარეული მოვალეობები: ** კერძების დროულად და ხარისხიანად მომზადება ** პროდუქტების მარაგის კონტროლი ** სამზარეულოს და სასადილოს მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება სტანდარტების შესაბამისად ** საუზმის სივრცის მოწესრიგება, შვედური მაგიდის სერვირება სამუშაო საათები: 08:00 - 15:00 ანაზღაურება ცვლაზე 50 ლარი (ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს) 3. სასტუმროს დიასახლისი ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა; ** ნომრების სტანდარტების მიხედვით დალაგება-დასუფთავება; ** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა; ** ადმინისტრაციის დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, ორგანიზებული, მოწესრიგებული; ** კეთილსინდისიერად სამუშაოს შესრულება; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეების რაოდენობა (კვირაში): 5 დღე; ** სამუშაო საათები (დღეში): 8 საათი; ** დასვენების დღეების რაოდენობა (კვირაში): 2 დღე; ** ანაზღაურება: 1200 ლარი . ლოკაცია: თბილისი, დ. აღმაშენებლის 142 (მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს) დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 574 804 574. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ნუ დატოვებთ სათაურს ცარიელს. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებით. გისურვებთ წარმატებას!