ადმინისტრაციული ოპერატორი - დეკრეტის შემცვლელი
Job description
" Lion Trans " საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს აშშ-დან ტვირთების გადაზიდვის სფეროში. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სრული ლიცენზირების საფუძველზე, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას. "Lion Trans"-ის საერთაშორისო ქსელი და ფოთში მდებარე სტრატეგიული ტერმინალი უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და მნიშვნელოვან კავშირს ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის. კომპანია "Lion Trans" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოპერატორის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ ფუნქცია-მოცალეობები: ** დღის განმავლობაში შემოსული ინფორმაციის პროგრამული ასახვა; ** მომხმარებლის ინფორმაციის კონტროლი შესაბამის პროგრამაში; ** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული რეპორტინგი. ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** უცხო ენების ფლობა ინგლისური, რუსული (მინიმალური დონე B2) პიროვნული მახასიათებლები: ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** მიზანდასახულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.