ანდერაიტერი
Job description
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ანდერაიტერის პოზიციაზე. Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და საქართველო. ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი. ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 10 ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი); ** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი; ** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ანდერაიტინგის შედეგების რეგულარული ანალიზი და მონიტორინგი პროდუქტისა და პორტფელის ჭრილში; ** ახლი პროდუქტების შექმნასა და არსებული პროდუქტის განვითარებაში მონაწილეობა; ** რისკების გადახედვა და შეფასება კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობაში. ** მომგებიანობის ანალიზი - კომპანიის მომგებიანობის შეფასება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა; ** კომერციული შეთავაზებებისა და განახლებების მომზადებაში მონაწილეობა; ** არასტანდარტულ და კომპლექსურ შემთხვევებზე ანდერაიტინგის პოზიციის შემუშავება; ** სადაზღვევო რისკებზე პროფესიული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის; ** ანდერაიტინგის პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვაში მონაწილეობა; ** გადამზღვეველებთან ურთიერთობა, მოძიება, ხელშეკრულებაზე მუშაობა, გადამზღვევისთვის ანგარიშების მომზადება; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, სხვადასხვა ანალიზის დამუშავება და მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ქონებრივი და პასუხისმგებლობის დაზღვევის ანდერაიტინგის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; ** Excel-საფუძვლიანი ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** დამოუკიდებლად ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://euroins.selfrecruit.ge/s/lNjBW