დასუფთავების მენეჯერი
Job description
"სუფთა სამყარო" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ ადამიანების მართვის გამოცდილება, გიყვართ ორგანიზებული სამუშაო პროცესი და გსურთ მართოთ ერთ-ერთი მსხვილი კორპორატიული ობიექტის დასუფთავების მომსახურება, ეს პოზიცია თქვენთვისაა. "სუფთა სამყარო" უკვე 20 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს დასუფთავების სრულ სერვისს. ჩვენთვის მომსახურების მაღალი ხარისხი, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია. ძირითადი მოვალეობები ** დაქვემდებარებულ ობიექტზე დასუფთავების მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს შეფასება; ** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა; ** ობიექტების საჭირო ინვენტარითა და მასალებით უზრუნველყოფის კოორდინაცია; ** მომსახურების მიწოდების კონტროლი კომპანიის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად; ** მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებაში მონაწილეობა; ** კომპანიის შიდა რეგულაციებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი. ეს პოზიცია მოგცემთ შესაძლებლობას მართოთ ერთ-ერთი მსხვილი კორპორატიული ობიექტის დასუფთავების პროცესი, კიდევ უფრო გაიღრმაოთ ოპერაციული მართვის გამოცდილება და უხელმძღვანელოთ მრავალრიცხოვან გუნდს პროფესიონალურ გარემოში. ჩვენ გთავაზობთ: ** დასაქმებას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პროფესიონალურ დასუფთავების კომპანიაში; ** სწავლებისა და ადაპტაციის პერიოდში მენტორის მხარდაჭერას; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგარინის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, დღეგამოშვებით, თვეში არაუმეტეს 160 სამუშაო საათია ** ანაზღაურება: 1500 ლარი ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ** უშუალო ხელმძღვანელი: პროექტის მენეჯერი ** განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.