TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების კონსულტანტი

გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი თბილისი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალებში შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების კონსულტანტი ; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო საათები: 10:00 - 19:00. გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება; ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პოზიციის მიმართულებით. აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.