TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

სემირა დეველოპმენტი ბათუმი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

სემირა დეველოპმენტი გთავაზობთ რეალურ შესაძლებლობას გაყიდვების სფეროში სწრაფი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის. თუ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები საერთაშორისო კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გერმანულ, ინგლისურსა და რუსულ ენებზე (ტელეფონითა და ელფოსტით); გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა; კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება; გაყიდვების მიზნების შესრულება და კლიენტების მოტივაციაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები გერმანული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები მდებარეობა: ბათუმი ; დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა. ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კარიერული წინსვლის რეალურ პერსპექტივას; მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; გუნდურ ღონისძიებებსა და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელფოსტის მისამართზე: [email protected]