გაყიდვების მენეჯერი
Job description
ჩვენ გახლავართ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე სხვადასხვა კვლევას. ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ „აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს“ მიერ „სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად. ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას; ვაკანსიის განხილვაში იქნება სტუდენტებიც და შევთავაზებთ მათზე მორგებულ გრაფიკს; სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი/ქუთაისი; სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: შეთანხმებით ფუნქცია მოვალეობები: პოტენციური დამკვეთის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება; კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა; დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება; დამკვეთთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა; კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება; არსებულ დამკვეთთან ურთიერთობის განვითარება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველი გამოცდილება ჰქონდეს სოფლის მეორნეობის მიმართულებით; საოფისე პროგრამების ცოდნა; ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ;(სავალდებულო არ არის) პიროვნული თვისებები: ორგანიზებული; დეტალებზე ორიენტირებული; ანალიტიკური აზროვნების უნარი; კომუნიკაბელური; შერჩევის ეტაპები: რეზიუმეს გადარჩევა ინდივიდუალური გასაუბრება რას გთავაზობთ კომპანია: პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მზარდ ანაზღაურებას; საბონუსე სისტემას; ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე : [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.