გაყიდვების მენეჯერი
Job description
კოლხისი თანამედროვე საცხოვრებელი პროექტია, რომელიც შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს და აერთიანებს კომფორტულ ცხოვრებას, პრემიუმ სერვისებსა და საინვესტიციო პოტენციალს. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც გახდება ჩვენი პროექტის პირველი წარმომადგენელი პოტენციური მყიდველებისთვის. ძირითადი მოვალეობები შემომავალი ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების დამუშავება; პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და კვალიფიკაცია; პროექტის პრეზენტაციების და ობიექტზე ვიზიტების დაგეგმვა; პროექტისა და ბინების პროფესიონალური წარდგენა; კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და შემდგომი გაყოლა (Follow-up); CRM სისტემაში ინფორმაციის განახლება და მართვა; გაყიდვების პროცესში კლიენტის სრულფასოვანი მხარდაჭერა; გაყიდვების გეგმებისა და მიზნების შესრულება. მოთხოვნები ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; კლიენტებთან ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბების უნარი; კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 800-1000 ლარი; ბონუსებისა და საკომისიოს სისტემას შედეგების მიხედვით; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიის ნაწილი. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები და გსურთ კარიერული განვითარება უძრავი ქონების სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: [email protected]