გაყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი ხელფასი: 2,500-3,500 ლარი (NET) +% გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, ავლაბარი ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, გაყიდვების მიზნების შესრულებისა და შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად; ახალი კორპორატიული და სხვა ბიზნესპარტნიორების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება; არსებული მომხმარებელთა ბაზის მართვა, მათთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, მომსახურების ხარისხის კონტროლი და განმეორებითი გაყიდვების ხელშეწყობა; სასტუმროს ნომრების, საკონფერენციო სივრცეების, საბანკეტო დარბაზებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვის პროცესის მართვა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ჯავშნების მიმართულებით; ბაზრის, კონკურენტების, ფასების პოლიტიკისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მუდმივი ანალიზი, გაყიდვების შედეგების შეფასება და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მჭიდრო თანამშრომლობა რეზერვაციების, მარკეტინგის, მიღება-განთავსების (Front Office) და ოპერაციების დეპარტამენტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება და გაყიდვების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასტუმროების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); მოლაპარაკებების წარმოებისა და გარიგებების წარმატებით წარმართვის უნარი. დაინტერესების შემთვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).