გაყიდვების მენეჯერი
Job description
AGROIT — 2015 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც საქართველოში იტალიური და ევროპული პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დისტრიბუციის ერთ-ერთი ლიდერია, ეძებს გაყიდვების მენეჯერს AGROIT-ის შესახებ პრემიუმ კლასის აგროტექნიკის გაყიდვა და დისტრიბუცია ხეხილის ბაღებისთვის, ვენახებისთვის და თხილის კულტურებისთვის. კურკოვანი ხილის მოსავლის აღების შემდგომი გადამამუშავებელი დანადგარების გაყიდვა (კალიბრაცია და შეფუთვა). თხილის მოსავლის აღების შემდგომი გადამამუშავებელი აღჭურვილობის გაყიდვა (საშრობი ხაზი, სამტვრევი ხაზი და სხვა). ჩვენ ვპოზიციონირებთ პრემიუმ სეგმენტში და ვთანამშრომლობთ საშუალო და მსხვილ ფერმერებთან (საშუალოდ 20-30 ჰექტარზე მეტი პლანტაცია). გვაქვს მომხმარებელთა ფართო და აქტიური პორტფელი თხილის, ხეხილის ბაღებისა და ვენახების მიმართულებით. ვის ვეძებთ: პიროვნებას სასოფლო-სამეურნეო ან მძიმე ტექნიკის გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. აგროტექნიკის ან მსგავსი ტექნიკის საბაზისო ტექნიკური ცოდნით. აქტიურ ადამიანს, რომელიც მზად არის დაუკავშირდეს მომხმარებლებს და მოიძიოს გაყიდვების ახალი შესაძლებლობები. აუცილებელია კვირაში მინიმუმ 3 დღე მომხმარებლებთან ვიზიტი (მივლინება). ევროპაში ტექნიკური ტრენინგებისთვის გამგზავრების მზაობა. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 ან უფრო მაღალ დონეზე. აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა. რას გთავაზობთ: კომფორტულ ოფისს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან ახლოს. კორპორატიულ ავტომობილს სამუშაო მიზნებისთვის (მომხმარებლებთან ვიზიტები საქართველოს მასშტაბით). ფიქსირებულ ხელფასს 2000-დან 3000 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით. ბონუსებსა და საკომისიოებს შესრულებული სამუშაოსა და გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით. კომპანია AGROIT სრულად უზრუნველყოფს ტექნიკურ ტრენინგებს. როგორ ვიწყებთ? პირისპირ გასაუბრება კანდიდატებთან და შერჩევის პროცესი. 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებამდე. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995574777784 მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!