გინეკოლოგიის დღის ექთანი
Job description
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ აცხადებს ვაკანსიას გინეკოლოგიის დღის ექთნის პოზიციაზე. ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად. ადგილმდებარეობა - საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6; სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00; ანაზღაურება - 1000 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად; პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე; პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0QEWuIO