გრაფიკული დიზაინერი
Job description
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ ასკანელი “ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.ge www.facebook.com/Askaneli1880 www.facebook.com/Askaneli-Garden საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება. მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე. გრაფიკული პროგრამების: Corel Draw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe In Design, Adobe Acrobat მაღალ დონეზე ფლობა.. საოფისე პროგრამების ფლობა. რუსული ენის მაღალ, ხოლო ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა. ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის ეტიკეტების, ყუთების, სტენდების, სარეკლამო ბროშურების, დიზაინ მაკეტების, კატალოგების, ბუკლეტების, ფლაერებისა და სხვა სარეკლამო პროდუქციის შექმნა/დამუშავება. სხვადასხვა სახის გრაფიკული დიზაინის შემუშავება/შესრულება და პრინტისთვის საჭირო ფაილების მომზადება. კომპანიის პროდუქტების დიზაინის/რედიზაინის პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური შესრულება. ილუსტრაციების შექმნის უნარი. პროდუქტების მიხედვით ფეისბუქ კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება. სხვადასხვა პრეზენტაციების მომზადება. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110ა. ლილო მოლის მიმდებარედ. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.