ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
Job description
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21 სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე; ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** კომპიუტერული სისტემების მონიტორინგი და მართვა. ** IT ინფრასტრუქტურის განვითარება, განახლება და მხარდაჭერა. ** სერვერების და სხვა კომპიუტერული მოწყობილობების მოვლა-პატრონობა ** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება ** სისტემების ოპტიმიზაცია და აღდგენა ** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა და პრობლემების გადაწყვეტა ** კომპიუტერული ქსელების (LAN, WAN) და ინტერნეტ კავშირების მართვა ** ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ** ქსელური ინსტრუმენტების მონიტორინგი ** თანამშრომლებისთვის IT მხარდაჭერის აღმოჩენა (პაროლები, აპლიკაციებთან და სხვადასხვა პერიფერიულ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემები). ** ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების გამოყენების ტრენინგების ჩატარება (ასეთის უცილებლობის შემთხვევაში) ** მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარება და განხორციელება ** ვირუსების, მავნე პროგრამებისა და სხვა საფრთხეებისგან სისტემების დაცვა ** სარეზერვო კოპირების სისტემების დამუშავება და მონაცემთა აღდგენის პროცედურების უზრუნველყოფა ** კომპიუტერული და IT აღჭურვილობის რეგისტრაცია და ინვენტარიზაცია ** აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მონიტორინგი ** ორგანიზაციის შიდა IP ტელეფონების ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** მეილის და სხვადასხვა სამომხმარებლო სისტემების გამართულად მუშაობა; ** სათვალთვალო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** ციფრული ბარათების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება; ** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა ** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა ** ქსელების ცოდნა ** კომპიუტერული არქიტექტურის მაღალ დონეზე ცოდნა ** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** მობილური მოწყობილობების, პრინტერების და სხვა IT აღჭურვილობის მხარდაჭერის ცოდნა ** ქსელის უსაფრთხოების და ვირუსებისგან დაცვის სისტემების ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; ** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი ** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი". კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. "კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: [email protected] თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: [email protected] და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია. შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]