TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარისხის კონტროლის სპეციალისტი/QC სპეციალისტი

ხარისხის კონტროლის სპეციალისტი/QC სპეციალისტი

ჰოუმსაიდ ბათუმი Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის/QC სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიდან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლს, სტანდარტებთან შესაბამისობას და ობიექტის ჩაბარების პროცესში ხარისხის მართვას. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის მიმდინარე კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ ნორმებთან და კომპანიის სტანდარტებთან; ** სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება; ** გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა, გამოსასწორებელი რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი; ** ხარისხის კონტროლის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; ** სამუშაო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ინსპექტირების განხორციელება; ** პროექტის გუნდთან, ტექნიკურ ზედამხედველთან და ქვეკონტრაქტორებთან ხარისხის საკითხებზე კოორდინაცია; ** ობიექტზე სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების შესრულების კონტროლი; ** ობიექტის ჩაბარებისა და მიღების პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავს მიმართულებაზე; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა; ** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი; ** AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა; ** ISO 9001-ის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალიზის, ხარვეზების გამოვლენისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** ობიექტურობა და მაღალი პროფესიული ეთიკა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვის პროცესში მონაწილეობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 9 აგვისტომდე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.