TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლცენტრის ოპერატორი

ქოლცენტრის ოპერატორი

carspace Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

ავტოიმპორტიორი კომპანია " Carspace " აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. "Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს. "Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 19 ანაზღუარება: 1200 ლარი დასაქმებულს ვთავაზობთ: ** კორპორატიულ დაზღვევას; ** პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას; ** Fitpass; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალი სატელეფონო ზარების პროფესიონალურად მიღება და მომხმარებლებისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება; ** კომპანიის სოციალური ქსელებისა და საკომუნიკაციო არხების მესიჯბოქსის მართვა; ** მომხმარებლის მოთხოვნების, ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება; ** პოტენციური კლიენტების მოთხოვნების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადამისამართება შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან; ** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; საკვალიფიკაცო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: ** სასურველია ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება; ** კომუნიკაციის ეფექტური უნარები; ** დროის მართვის უნარი; ** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი; დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).