TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზ.ანალიტიკის ხელმძღვანელი

კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზ.ანალიტიკის ხელმძღვანელი

dressup-group Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

"დრესაპ ჯგუფი " 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. "დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზინგის ანალიტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში. პოზიციის მთავარი მისიაა კომპანიის კომერციული შედეგების მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმვით, ანალიზითა და მარაგების ეფექტიანი მართვით. როლი პასუხისმგებელია ბრენდების გაყიდვების, შესყიდვების, მარაგებისა და ძირითადი კომერციული მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგზე, პროგნოზების სიზუსტის გაუმჯობესებასა და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადებაზე. დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://dressup.selfrecruit.ge/s/FFd9zt