TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროფესორი - 3 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორი -8 საშტატო ერთეული ასისტენტ - პროფესორი -5 საშტატო ერთეული ასისტენტი - 4 საშტატო ერთეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;(უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) ასისტენტ -პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორანტი. (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კლინიკური დისციპლინების სწავლებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალს მოეთხოვება საექთნო ან/და მედიცინის სფეროში შემდეგი: შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი (მედიცინის სფეროსთვის) პედაგოგიური და კლინიკური გამოცდილება: პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 6 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 9 წელი; ასოცირებული პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 3 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 5 წელი; ასისტენტ-პროფესორს კლინკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 3 წელი; ასისტენტს- დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში მიმდინარე კლინიკური პრაქტიკით მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები; უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი წლების მითითებით უცხო ენის (პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში); კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა. მეორე ეტაპი - გასაუბრება. შენიშვნა: საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის წაკითხვა კონკურსის ჩატარების ვადა: კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 6 ივლისს; აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 6 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით; კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2026 წლის 18 აგვისტო; კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2026 წლის 20 აგვისტო (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე); კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 27 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე). საკონტაქტო რეკვიზიტები: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52 [email protected]