კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - B2B
Job description
" Genio Systems " წარმოადგენს კლასიკურ IT კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, უსაფრთხო და მათ ბიზნეს-საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს (B2B) არ გაქვს გამოცდილება? არ არის პრობლემა! თუ ხარ დაინტერესებული გაყიდვებითა და IT სფეროთი, ჩვენი გუნდი სრულად შეგასწავლის ყველა იმ ტექნიკასა თუ სპეციფიკას, რაც ამ პოზიციაზე წარმატების მისაღწევად დაგჭირდება. სამუშაო ადგილი: დისტანციური (Remote) სამუშაო გრაფიკი: სრული რას გთავაზობთ ჩვენ: ** სრულად დისტანციურ სამუშაო გრაფიკს - იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან, ოფისში სიარულის გარეშე. ** სრულფასოვან ტრენინგს - ჩვენ გასწავლით ყველაფერს, დაწყებული გაყიდვების ტექნიკებიდან, დასრულებული IT სერვისების სპეციფიკით. ** პროფესიულ ზრდასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. ** მზარდ და სტაბილურ შემოსავალს (ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან). ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს. ძირითადი მოვალეობები (შესწავლის შემდეგ): ** პოტენციური კორპორაციული კლიენტების (B2B) მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება. ** კომპანიის IT პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია. ** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის ტექნოლოგიური გამოსავლების შეთავაზება. ** მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენება. ვის ვეძებთ/მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის; მთავარია, გქონდეთ სწავლისა და განვითარების ძლიერი სურვილი. ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი. ** მიზანმიმართულობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური ენის საბაზისო საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა). განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!