TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიაში საწყობის მიმღებ-მერჩენდაიზერი

მაღაზიაში საწყობის მიმღებ-მერჩენდაიზერი

ფიქს პრაისი ქუთაისი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას-როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ. დღეისათვის კომპანია ფლობს 10 ფილიალს ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ.რუსთავში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას და მათ შორის ქ. ქუთაისში. მაღაზიათა ქსელი „ ფიქს პრაისი “ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიაში საწყობის მიმღებ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე (მაღაზიის საწყობის თანამშრომელი/მიმღები) ქ. ქუთაისში გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, ფიზიკურად აქტიური, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის მიღება,გადაადგილება, საწყობში განთავსება; პროდუქციის სორტირება-განლაგება საწყობში კატეგორიის მიხედვით; პროდუქციის მოწესრიგება, სარეალიზაციო ფორმით აწყობა; სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გატანა-განლაგება. სექციასა და საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა; პროდუქციის ვადის კონტროლი საწყობში (სავაჭრო დარბაზში საჭიროების მიხედვით). საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება; პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის ცოდნა; მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება; კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება; ძირითადი მოთხოვნები: სწორად და გამართულად მეტყველების უნარი; ფიზიკურად აქტიური; კომუნიკაბელური და მოტივირებული; მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული; დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დისციპლინარული; პუნქტუალური; თავაზიანი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სამუშაო გრაფიკი: 2+2 (ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება); სამუშაო საათები: 10:00-21:00სთ; 10+1 (ათი საათი სამუშაო-1 საათი შესვენება) ანაზღაურების ტიპი: საათობრივი; ანაზღაურების ოდენობა: 1100ლ+. მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით: ტელ; +995 568 78 15 18 მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!