მარკეტინგის მენეჯერი
Job description
" SMOTORS " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (ავტონაწილების სფერო) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან ადგილმდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 ავტონაწილების (საცალო, საბითუმო) კომპანია “სმოტორს” ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს გაყიდვების დეპარტამენტთან და დამოუკიდებლად შეძლებს მართოს კომპანიის მარკეტინგული აქტივობები. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად აქციების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა. სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი. სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული მართვა და კონტენტ-გეგმის შემუშავება. ციფრული რეკლამის გამართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager, Google Ads). კორპორატიული (B2B) და საცალო (B2C) გაყიდვების მხარდაჭერა შესაბამისი მარკეტინგული მასალებით. ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით. გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა (ვიზუალების დამოუკიდებლად ასაწყობად). სარეკლამო კაბინეტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ქართულ ენაზე გამართული და დამარწმუნებელი წერის უნარი. ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა (ავტონაწილების ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად). პიროვნული თვისებები: გაყიდვების ზრდასა და კონკრეტულ ბიზნეს-შედეგებზე ორიენტირებულობა. გუნდური მუშაობისა და გაყიდვების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტი. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას. მოქნილ ბონუსურ სისტემას, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე. მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია „Smotors“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!