TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მექანიკოსი

მექანიკოსი

ამბოლი თბილისი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალებში შემდეგ პოზიციაზე: მექანიკოსი ; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო საათები: 10:00 - 19:00. მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა; ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა; ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა; ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პოზიციის მიმართულებით. აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.