მერჩენდაიზერი
Job description
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად. დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს. NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/ სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-18:30 სთ (შაბათი-კვირა დასვენება) ანაზღაურება: 1350 ლარი ბენეფისები: 250 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი; ** ობიექტებზე არსებული პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება; ** ობიექტების პერსონალთან პოზიტიური კომუნიკაცია; ** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს პარტნიორის ს/კ 400132192 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს პარტნიორის ს/კ 400132192 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2. შპს პარტნიორი ს/კ 400132192 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.