TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

Nasimi Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 25, 2026

Job description

შემოუერთდი " Nasimi"-ს გუნდს! "Nasimi" — თურქული და ახლო აღმოსავლური სამზარეულოს რესტორანია, სადაც სტუმრებს განსაკუთრებულ გემოს, მყუდრო გარემოსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სისუფთავე, გუნდური გარემო და თანამშრომლებზე ზრუნვა. ამ ეტაპზე ვეძებთ მიმტანს , რომელიც გახდება ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობიანი და ენერგიული წევრი. ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 116 გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1-საათიანი შესვენებით. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს ** მზარდ და მხარდამჭერ გუნდს ** ლანჩს კომპანიისგან სამუშაო დღეებში ** "Nasimi"-ს ობიექტზე სპეციალურ ფასდაკლებას თანამშრომელზე ** ჯანმრთელობის დაზღვევას 3 თვის შემდეგ ** საათობრივ ანაზღაურებას. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება და მომსახურება ** შეკვეთების სწორად მიღება და გადაცემა ** სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება ** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია და პოზიტიური მომსახურება ** სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება. სასურველი კანდიდატი: ** პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე, ** პუნქტუალური და მოწესრიგებული ** გუნდური მუშაობის უნარი ** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: + 995 598 337 730 რესტორანი კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25.07.2026