TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

"Axis Towers Wellness Center” აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.37მ (Axis Towers Wellness Centre); სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე (მცოცავი გრაფიკი) / 9 საათი (1 საათი დასვენება) შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება; სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება. აუცილებელი მოთხოვნები ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. საჭირო უნარები: გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაციის უნარი; სისხარტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: მოქნილ სამუშაო გრაფიკს; მეგობრულ, კომფორტულ, და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. შპს ,,აქსის თაუერს ველნესი“ მადლობას გიხდით ვაკანსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!