TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე

მოლარე

ბოუნდ სოლუშენს თბილისი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. სფერო: კრიპტო გადაცვლა სამუშაო გრაფიკი: 5/2 მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ნაღდი ფულის მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების განხორციელება კომპანიის შიდა რეგლამენტის სრული დაცვით; ბანკნოტების ავთენტურობისა და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, თანხის ზუსტი დათვლა, დახარისხება და შეფუთვა დადგენილი წესების მიხედვით; სალარო აღრიცხვის წარმოება: ოპერაციების დროული და ზუსტი ფიქსაცია შესაბამის პროგრამაში/ჟურნალში, ანგარიშგების მომზადება; ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი, დათვლა და ცვლის დახურვა შეუსაბამობების გარეშე; ოპერატორებთან და მენეჯერთან კოორდინაცია ტრანზაქციების პროცესში, თანხების დადასტურება და „ქეში-კრიპტო“ ოპერაციების ეტაპობრივი კონტროლი ინსტრუქციის შესაბამისად; კომპანიის compliance/KYC პროცედურების მკაცრი დაცვა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების მართვა; სალარო სივრცისა და სამუშაო ადგილის წესრიგის, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; შიდა პოლიტიკებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მოლარედ/ოპერატორად/საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ციფრებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე; ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; კრიპტოვალუტის მუშაობის საბაზისო/საშუალო ცოდნა: კრიპტოსაფულეები, ქსელები (TRC20, ERC20 და სხვა), ტრანზაქციის დადასტურებები, საკომისიოები და ძირითადი ოპერაციული რისკები (არასწორი მისამართი/ქსელი); ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).