მომარაგებისა და ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
Job description
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,მომარაგებისა და ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის“ პოზიციაზე. იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ. სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ) ლოკაცია: თბილისი ანაზღაურება: 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჩვენი შემოთავაზებაა: კომფორტული სამუშაო გარემო; კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა; ჯანმრთელობის დაზღვევა; მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება; მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია; მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა ლოჯისტიკა, სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, ოპტიმალური გადაზიდვების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი. შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის; შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა; საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა); მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების და მომარაგების მიმართულებით; მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატენდერო პროექტებზე მუშაობის მიმართულებით; კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: მოტივირებული და კომუნიკაბელური; დისციპლინირებული/პუნქტუალური; პასუხისმგებლიანი; მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი; დროის მენეჯმენტის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] / [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მომარაგებისა და ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება იმპორტისა და შესყიდვების სფეროში, თქვენი ადგილი, ჩვენს გუნდშია. წარმატებებს გისურვებთ!