ოთახების დიასახლისი
Job description
CLOCKS HOTEL აცხადებს ვაკანსიას ოთახების დიასახლისის პოზიციაზე. CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით. სამუშაო ადგილი: თბილისი ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსებს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს; პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა: ** სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; ** თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა და აღრიცხვა; ** აბაზანების დასუფთავება, აბაზანის ინვენტარის დალაგება-აღრიცხვა; ** დიასახლისისთვის საჭირო ინვენტარის / ოთახის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება; ** საწმენდი მოწყობილობა-დანადგარებისა და ხელსაწყო-იარაღების ძირითადი სახეობების სათანადო მოხმარება (მტვერსასრუტი, იატაკის საპრიალებელი, გენერალური წმენდის მანქანები და მოწყობილობები); ** ნაგვის გატანა, ნაგვის დახარისხება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება ** მენეჯერის სხვადასხვა სახის დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. ძირითადი მოთხოვნები და უნარები: ** სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ორგანიზებულობა; ** შრომისმოყვარეობა. თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად. გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე [email protected] და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური. გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას! აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები "შპს ქლოქს მენეჯმენტმა" დაამუშაოს (შეინახოს, შეაგროვოს, დააჯგუფოს, წაშალოს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.