ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორი
Job description
ფარმაცვეტული კომპანია “ Smartpharm ”აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების ოპერატორი ს პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი 1ა. სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 კომპანია დამატებითი ბენეფიტის სახით თანამშრომელს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით. სავალდებულო მოთხოვნები: უმაღლესი ფარმაცევტული განათლება და შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 4 წლის სტაჟით. საოფისე პროგრამა excel-ის მაღალ დონეზე ფლობა ფუნქცია-მოვალეობები: სარეალიზაციო და სარეზერვო მარაგების მართვა სერიებისა და ვადების მიხედვით; შესყიდვების პროგრამული ოპერაციების განხორციელება შემოსავლებისა და ელექტრონული ფარმაციის პორტალთან შესაბამისობით; შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ შესყიდვების ოპერატორი“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას არ განიხილოს კანდიდატების რეზიუმე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. „Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!