ფილიალის მენეჯერი
Job description
კომპანია " ნავნე " არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა. სამუშაო ადგილი: თბილისი პოზიცია: ფილიალის მენეჯერი გრაფიკი: სრული განაკვეთი, მცოცავი გრაფიკი,(7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა. ძირითადი მოვალეობები: მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება. დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი. გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა. მარაგების კონტროლი. კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება აუცილებელია გამოცდილება ტანსაცმლის ან კოსმეტიკის რითეილ მიმართულებით. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; გუნდური მუშაობა; გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.