TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალის მენეჯერი

ფილიალის მენეჯერი

skhivi-plus Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

კომპანია " სხივი+ " აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. "სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე. ** საოფისე პროგრამების ცოდნა. ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა. ** ფილიალის ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით. ** მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი. ** მაღაზიის მარაგების მართვა და კონტროლი. უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა. ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** ორგანიზებულობა. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ** სწრაფად ათვისების უნარი. ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება. ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდასა და მზარდ შრომით ანაზღაურებას. სამუშაო პირობები: ** გამოსაცდელი ვადა - 2 თვე. ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განისაზღვრება თვეში 1500 ლარით (ხელზე ასაღები). ** მე-3 თვიდან - ფიქსირებული 2200-2600 ლარი + ყოველთვიური პრემია 800-დან 1200 ლარამდე. ** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. ** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!