ფინანსური მენეჯერი
Job description
პოლიგლოტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ფუნქცია მოვალეობები: განახორციელოს ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ოპერაციები. უზრუნველყოს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული მოსწავლეთა სწავლის საფასურის შემოსავლის ორდერში გატარება და შესაბამისი თანხის საკონტროლო-სალარო აპარტში ასახვა. მოამზადოს ყოველთვიური ანგარიში შემოსული თანხებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ. განახორციელოს ყოველდღიური კონტროლი აანგარიშზე თანხების ჩარიცხვაზე და წარუდგინოს სკოლის დირექტორს ინფორმაცია მოსალოდნელი საანგარიშსწორებო ქმედებების შესახებ. სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილესთან ერთად საათობრივი დატვირთვის მიხედვით მოამზადოს სკოლის პედაგოგთა სახელფასო უწყისები და წარუდგინოს სკოლის დირექტორს. სკოლის ტექნიკურ მენეჯერთან ერთად მოამზადოს სკოლის სამეურნეო მარაგების შევსების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესრულება. აღრიცხოს სკოლის მატერიალური ფასეულობათა მდგომარეობა და მოამზადოს მასალები მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისათვის. გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი: 10:00/18:00 შაბათი/კვირა დასვენება განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ფინანსური მენეჯერი".